ავტორ

ავტორი და დამაარსებელი:სიჭინავა ალექსი

Thursday, 13 February 2014

ეკოსისტემა

                                                        ეკოსისტემა 
ეკოსისტემა — ცოცხალი ორგანიზმებითა და მათი საბინადრო გარემოთი წარმოქმნილი ბუნებრივი კომპლექსი.
ეკოსისტემაში შემავალ ცოცხალ ორგანიზმებსა და იმ გარემო პირობებს შორის, რომელშიც ისინი ცხოვრობენ, განუწყვეტელი ურთიერთკავშირია – მუდმივად ხდება ნივთიერებათა ცვლა. ეკოსისტემა შეიძლება ჩამოყალიბდეს ბუნებრივად ან ადამიანის ზემოქმედებით. ბუნებრივი ეკოსისტემებია: ტბა, ტყე, ველი, ჭაობი და სხვ. ხელოვნური ეკოსისტემაა მაგალითად ქალაქი,სოფელი და ა. შ.
ზოგიერთი ეკოსისტემის არსებობა მხოლოდ ხანმოკლე პერიოდს გულისხმობს, ზოგი ეკოსისტემა კი მაგალითად, — ტყე რამდენიმე ასეული წელი შეიძლება არსებობდეს. ეკოსისტემისთვის ძალზე მნიშვნელოვანია სხვადასხვა ტიპის ორგანიზმების არსებობა, რადგან თითოეული მათგანი მასში სხვადასხვა ფუნქციას ასრულებს.
სასოფლო–სამეუნრნეო კულტურებისაგან შემდგარ ეკოსისტემებს აგროეკოსისტემები (ბერძნ. agros – მინდორი) ჰქვია.
ეკოსისტემაში მთავარია კვებითი ჯაჭვი რადგან თუ კი მისი უმცირესი კომპონენტი განადგურდება ეკოსისტემას საფრთხე ემუქრება.

ტყე

                                                                           ტყე
ტყე — გეოგრაფიული ლანდშაფტის ნაწილი, იმ ხეების, ბუჩქებისა და ბალახების, აგრეთვე - ცხოველებისა და მიკროორგანიზმების ერთობლიობა, რომლებიც თავიანთი განვითარების პროცესში ურთიერთდაკავშირებულნი არიან ბიოლოგიურად და ახდენენ ზეგავლენას როგორც ერთმანეთზე, ასევე გარემოზეც.
ტყე დედამიწის ეკოლოგიურ სისტემათა მთლიანი კომპლექსისთვის გლობალური და სასიცოცხლო ფაქტორია. ის დედამიწაზე ცოცხალი ნივთიერების ერთ-ერთი აკუმულატორია, რომელიც აკავებს ბიოსფეროში მთელ რიგ ქიმიურ ელემენტებსა და წყალს, აქტიურად ურთიერთქმედებს ტროპოსფეროსთან და განსაზღვრავს ჟანგბადისა და ნახშირორჟანგის ბალანსის დონეს.
ბიოსფეროში ჟანგბადის 60%-ზე მეტს გამოყოფს ხმელეთის მცენარეულობა და მისი მთავარი კომპონენტი - ტყე. 1 ჰექტარი შერეული ტყე წელიწადში 13-17 ტ. ნახშირორჟანგს შთანთქავს და 10-15 ტ. ჟანგბადს გამოყოფს. ის მრავალრიცხოვანი რესურსის (მერქანის, ქერქის, ტოტების,ფოთოლის, ნაყოფის, თესლის, სოკოს...) უმდიდრესი წყაროა. ყველაზე დიდი რაოდენობით ჟანგბადს გამოყოფს ალვის ხე, ჟანგბადის დიდი რაოდენობით გამოყოფით ასევე გამოირჩევიან მუხა და ცაცხვიც. უფრო ნაკლებ ჟანგბადს გამოყოფენ წიწვოვანი მცენარეები, ფიჭვი ნაძვი და ა.შ. თვითონვეა უმდიდრესი ბიოლოგიური რესურსი, რომელსაც აღდგენის უნარი ახასიათებს და აქვს დიდი წყალშემნახავი, ნიადაგდაცვითი, კლიმატმარეგულირებელი, სანიტარულ-ჰიგიენური მნიშვნელობა. ამიტომაც ტყის დაცვასა და მის რაციონალურ გამოყენებას უდიდესი სახელმწიფოებრივი, სამეურნეო და სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს.

ჭალის ტყეები

                                                              ჭალის ტყეები 

წარმოადგენს იმ მცენარეთა ერთობლიობას, ძირითადად ხეების სახეებით, რომელთაც უნარი აქვთ იცოცხლონ მლაშე წყლით და ნიადაგის პირობებში, ეს ტყეები ტროპიკული და სუბ-ტროპიკული ქვეყნების სანაპირო ტერიტორიების დაახლოებით 24 მლნ. ჰექტარს მოიცავს, ვრცელდება იმ ზონაში სადაც ტალღების მოქმედება მინიმუმამდე მცირდება მისი ფუნქციები საკმაოდ მრავალფეროვანია, ძირითადად იმ ნარჩენების ათვისება და გადამუშავება რომელიც არის გატანილი ლაგუნებიდან და ნაპირთან ახლოს მდებარე სანაპირო ზონის გარემოში, ეს ტყეები ასევე უზრუნველყოფენ სხვა სახეობებს საკვები ორგანული პროდუქტებით. მალაიზიის თევზჭერის 30% დაახლოებით 200000 ტ. მოდის ამ ტყეების მიმდებარე წყლებში. მას ასევე გააჩნია სათბობი და სამშენებლო რესურსი მერქნის სახით, მის პროდუქტიულობაზე და საერთოდ არსებობაზე მძიმე გავლენას ახდენს გადარეცხვა, დანალექები, ზრვის დონის ზრდა, მტკნარი წყლის შემოსავლის შემცირების შედეგად, რომელსაც კაშხლების და წყალსაცავების მშენებლობა იწვევს, მარილიანობის ზრდა. უმთავრესი ტერიტორია რომელიც გავლენას ახდენს ჭალის ტყის სახეობებზე და არსებებზე, არის ადამიანის ჩარევა, საცხოვრებელი, საწარმოო, კომერციული და სასოფლო სამეურნეო მოქმედებებით.




Tuesday, 11 February 2014

უდაბნო

                                                                  უდაბნო
უდაბნო — ლანდშაფტის ტიპი, რომელიც წარმოიქმენა მუდმივად ან სეზონურად ცხელჰავიან მხარეებში; იგი უდაბურს, უკაცრიელს ნიშნავს.
ახასიათებს ძალზე მეჩხერი და ღარიბი ფიტოცენოზები, ნიადაგისა და გრუნტის ხასიათის მიხედვით განასხვავებენ უდაბნოს შემდეგ სახეობებს:
  • ქვიშიანს — განვითარებულს ძველი ალუვიური ვაკეების ფხვიერ ნალექებზე;
  • კენჭნარსა და ქვიშნარ-კენჭიანს — გათაბაშირებულ სტრუქტურულ პლატოებსა და მთისძირა ვაკეებზე;
  • ღორღიან-გათაბაშირებულს — პლატოებსა და ახალგაზრდა მთისძირის ვაკეებზე;
  • ქვიანს — დაბალმთიანეთსა და წვრილგორაკებზე;
  • თიხნარს — სუსტად კარბონატულ საფრულ თიხნარებზე;
  • ლიოსურს — მთისძირა ვაკეებზე;
  • თიხიანთაყირულს — მთისძირა ვაკეებსა და მდინარეთა ძველ დელტებზე;
  • თიხიან-ბედლენდურს — დაბალმთიანეთში, რომელიც აგებულია მარილების შემცველი მერგელებითა და თიხებით;
  • მლაშობს — დამლაშებულ დეპრესიებსა და ზღვის სანაპიროებზე.
უდაბნოს ძირითადად ახასიათებს ქვიშიანი ან ქვა-ღორღიანი რელიეფის ზედაპირი, ზაფხულის მაღალი ტემპერატურა, ნალექების უმნიშვნელო რაოდენობა, დროებითი მდინარეები და ტბები, ღარიბი ნიადაგი და მცენარეულობა.
უდაბნოები (მშრალი ტერიტორიები) 3 ტიპისაა:
1. ძალიან მშრალი (ექსტრა-არიდული) უდაბნოები, სადაც ნალექების რაოდენობა 100 მმ-ზე ნაკლებია.
2. მშრალი (არიდული) უდაბნოები. წლის განმავლობაში მოდის 100 - 250 მმ ნალექი.
3. ნახევრად მშრალი (სემიარიდული) ტერიტორიები ანუ ნახევრადუდაბნოები. აქ ნალექების რაოდენობა შეადგენს 250-400 მმ-ს.



სირიის უდაბნო

                                                     სირიის უდაბნო
სირიის უდაბნო — სტეპებისა და ნამდვილი უდაბნოს კომბინაცია არაბეთის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთ ნაწილში. მისი ფართობი შეადგენს 200 000 კვადრატულ მილს[1][2] (321 868,8 კმ²-ს).
სირიის უდაბნო გეოგრაფიულად არაბეთის უდაბნოს ნაწილია.[3] მოიცავს თანამედროვე სირიის, ერაყის, იორდანიისა და საუდის არაბეთისტერიტორიებს. დასავლეთით ესაზღვრება მდინარე ორონტესის ხეობა, აღმოსავლეთით კი მდინარე ევფრატი. ჩრდილოეთით, სირიის ტერიტორიაზე, უდაბნოს ენაცვლება სირიის ერთ–ერთი ყველაზე ნაყოფიერი მიწები. სამხრეთით გადადის არაბეთის ნახევარკუნძულის სხვა უდაბნოებში. სირიის უდაბნოში ბევრი ოაზისია, მათ შორის გამორჩეულია პალმირა. აღსანიშნავია, რომ სირიის დედაქალაქი დამასკოც სწორედ ამ ოაზისში მდებარეობს. უდაბნოში ბანიდრობენ სირიული ზაზუნები.
ისტორიულად, ეს ტერიტორია დასახლებული იყო ბედუინთა ტომებით, რომლებიც აქ დღემდე სახლობენ, ძირითადად ოაზისების მიმდებარე დასახლებებში.